საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარების მინისტრი - კახა გულედანი, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, სულხან თამაზაშვილი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის მიმდინარეობას გაეცნენ.
მასშტაბური სოციალური პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, სამი 8-სართულიანი და ექვსი 13-სართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 1077 ოჯახი მიიღებს. 8-სართულიანი კორპუსების მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო 13-სართულიანი უახლოეს მომავალში დასრულდება. ტერიტორიაზე ეწყობა შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურა. „ოცნების ქალაქში“, ასევე აშენდება საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და საბავშვო მოედნები.
პროექტის პირველ ეტაპზე აშენებულ სამ 12-სართულიან მრავალბინიან სახლში, ბინა საკუთრებაში 582 ოჯახს გადაეცა. ამასთან, 800-მდე ბავშვი ახლა უკვე ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში იზრდება.
მასშტაბური სოციალური პროექტის მეორე ეტაპი 2028 წელს დასრულდება.











