საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი კობახიძემ, ბათუმში, ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა დაათვალიერა

14.მარტი.2026

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი კობახიძემ, ბათუმში, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა დაათვალიერა.

     მთავრობის მეთაური ობიექტზე რეგიონული განვითარების მინისტრთან - კახა გულედანთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებთან - დავით გაბაიძესთან, სულხან თამაზაშვილთან, ქალაქ ბათუმის მერთან - გიორგი ცინცაძესთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. 

     54 მილიონი ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, დასრულებულია და უკვე ფუნქციონირებს 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის არენა. 

    ამ ეტაპზე, ობიექტზე, ოლიმპიური სტანდარტების, 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი შენდება.პროექტი, ძირითადი აუზის გარდა, საბავშვო საცურაო აუზის მშენებლობა-მოწყობას ითვალისწინებს.

სურათები