2026 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე უძღვებოდა.
დარგობრივი კომიტეტის სამოქმედო გეგმა, როგორც დავით ბაციკაძემ აღნიშნა, ოთხ სტრატეგიულ მიზანს - საკანონმდებლო, საზედამხედველო, მაკონტროლებელ საქმიანობას, საზოგადოებასთან ეფექტურ ურთიერთობას, საჯაროობა-ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფასა და კომიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებას მოიცავს. თითოეულ მათგანში ჩაშლილია ყველა ის აქტივობა, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება.
სხდომაზე სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა.