საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს დაესწრნენ

12.მარტი.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და სულხან თამაზაშვილი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და დასავლეთ საქართველოს მუფთთან, ადამ შანთაძესთან ერთად, ბათუმში, მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარს დაესწრნენ.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებმას ხვადასხვა აღმსარებლობის მქონე თანამოძმეთა ტრადიციების, ადათ-წესების კულტურის პატივისცემის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მშვიდობიანი თანაცხოვრება, რომელიც ჩვენს რეგიონში ასწლეულებს ითვლის, ხელშეუხებელი ფასეულობაა.

სურათები