საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა

12.მარტი.2026

       აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა, დღს წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

        კომიტეტის 2026 წლის სამოქმედო გეგმა, როგორც ფრიდონ ფუტკარაძემ აღნიშნა, აგრარული და გარემოს დაცვითი პოლიტიკის ხარისხის გაუმჯობესების, ეფექტიანი კანონშემოქმედებითი საქმიანობის, ზედამხედველობითი მექანიზმების გაძლიერების, საზოგადოებრივი ჩართულობის გაღრმავების, კლიმატოგონივრული და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებებით მუშაობას ისახავს მიზნად.

     სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა განიხილეს  პეტიცია - „ბათუმში, ნიკო ჯაყელის ქუჩაზე მიწის შესყიდვისა და რეკრეაციული ზონის (პარკი და სპორტული მოედანი) მოწყობის შესახებ“ (პეტიციის ავტორი: მინდია ფუტკარაძე). პროექტი სხდომაზე ფრიდონ ფუტკარაძემ წარმოადგინა.

      კომიტეტის გადაწყვეტილებით, პეტიცია შემდგომი პროცედურებისთვის შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებში გადაიგზავნება.

 

სურათები