საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

დავით გაბაიძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და რეგიონული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელებს უმასპინძლა

11.მარტი.2026

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილსა და ასოციაციის რეგიონული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს, გიორგი ჭოჭუას უმასპინძლა.

      გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, სტუმარს, ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

     შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეფექტიანი და ხარისხიანი მართლმსაჯულების პროცესებში ადვოკატთა როლსა და მნიშვნელობაზე, საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის საკითხებზე.

     ირაკლი ყანდაშვილმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ასოციაციის ამჟამინდელ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

      

სურათები