საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ბიზნეს ფორუმი და აგრო სასურსათო პროდუქციის გამოფენა - „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“

24.ოქტომბერი.2025

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვიცე სპიკერი რამაზ ჯინჭარაძე და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მარინე გვიანიძე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ბიზნეს ფორუმსა და აგრო სასურსათო პროდუქციის გამოფენას "აჭარის აგრარული შესაძლებლობები" დაესწრნენ.
   ფორუმზე განხილული იქნა აჭარაში არსებული ბიზნეს/საინვესტიციო გარემო, აგრარულ სექტორში არსებული პოტენციალი, სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები და აგრობიზნესის პერსპექტივები. ასევე, იმსჯელეს ბაზრების დივერსიფიცირებასა და საექსპორტო შესაძლებლობებზე.
   პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ, საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებმა და შესაბამისი უწყებებისა და აგრომეწარმეობის წარმომადგენლებმა.
ღონისძიების მიზანი იყო რეგიონის აგრარული შესაძლებლობების წარმოჩენა და სოფლის მეურნეობის სექტორის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების ხელშეწყობა, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია და აჭარის რეგიონის ეკონომიკური წინსვლა.

სურათები