საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

წინსვლაში სკოლის რეაბილიტაცია და დამატებითი კორპუსის მშენებლობა დასრულდა

22.სექტემბერი.2025

  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლაში დასრულდა საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა და არსებული კორპუსის სრული რეაბილიტაცია.

  განახლებული სასწავლო დაწესებულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ, სულხან თამაზაშვილმა, განათლების და სპორტის მინისტრმა - მაია ხაჯიშვილმა, ხელვაჩაურის დელეგატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში - მინდია დიასამიძემ, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - ზაზა დიასამიძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

  სრულად  რეაბილიტირებულ სასწავლო დაწესებულებაში მოეწყო14 საკლასო ოთახი, სასპორტო და სააქტო დარბაზები, კომპიუტერების კლასი და ადაპტირებული შესაბამისი სველი წერტილები. მოსწავლეთა განკარგულებაშია კეთილმოწყობილი ეზო.

სურათები