საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბათუმში, განახლებული მე-7 საჯარო სკოლა დაათვალიერა

17.სექტემბერი.2025

    რეაბილიტირებულ სასწავლო დაწესებულებაში, მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფებოდნენ - აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, სულხან თამაზაშვილი, საქართველოს  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრები - გივი მიქანაძე, მაია ხაჯიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

    1300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გამაგრდა შენობის კონსტრუქციული ნაწილი, განხორციელდა  შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, განახლდა საკლასო ოთახები, დერეფნები, სველი წერტილები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, დამონტაჟდა ლიფტი, მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია. სასწავლო სივრცეებთან ერთად, მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი და სხვა  სივრცეები.

     სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სურათები