საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხინოწმინდაში, სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა

11.სექტემბერი.2025

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხინოწმინდაში, სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღინიშნა.

შეკრებილებს ტრადიციული დღესასწაული აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და სულხან თამაზაშვილმა, ქობულეთის დელეგატმა უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძემ, ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა - ირაკლი ცეცხლაძემ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

„ხინოწმინდობას“ საზეიმოდ აღიმართა ჯვარი ხინოწმინდის ტაძარზე, რომლის აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს. ხინოწმინდის საეპისკოპოსო ტაძარში, რომელიც IX საუკუნით თარიღდება, საზეიმო წირვა-ლოცვა არქიმანდრიტმა, მამა ევდემოზ დიასამიძემ აღავლინა.
ღონისძიებას, რომლის ფარგლებში დაჯილდოვდნენ საპატიო ხინოწმინდელები, ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - ფატი ხალვაში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

სურათები