საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

პატივი მიაგეს შინდისის გმირებს

11.აგვისტო.2025

  11 აგვისტოს, ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში, სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - სულხან თამაზაშვილთან, უმაღლესი საბჭოს წევრთან - ფატი ხალვაშთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკო გმირთა მემორიალი. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გმირულად დარუპულთა ხსოვნას.

  2008 წლის 11 აგვისტოს, სენაკის მეორე ბრიგადის 17 ჯარისკაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.

  ეს დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი თარიღია. აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა.

სურათები