საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ვახტანგ ბერიძე ნაჩადრევსა და ბეშუმში მემთეურებს შეხვდა

27.ივნისი.2025

    ხულოს დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ვახტანგ ბერიძე, ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, საზაფხულო იალაღებზე იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ნაჩადრევის მთასა და ბეშუმის იაილაში მყოფ მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ მათ საჭიროებებს.  

    ყურადღება გამახვილდა მთაში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე.

    ვახტანგ ბერიძის განცხადებით, მოიალაღეების წინადადებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, ამასთან, მოსახლეობასთან შეხვედრები, ეტაპობრივად, ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა იალაღზე გაიმართება.

სურათები