საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

რამაზ ჯინჭარაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მურვანიძესთან ერთად, ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

21.მაისი.2025

   უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე და ქალაქ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მურვანიძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

   ივლისის ბოლომდე დასრულდება ნიკო მუსხელიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. ამავე ქუჩაზე მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება ახალი ენერგოეფექტური საბავშვო ბაღის მშენებლობა. პროექტის ფარგლებშივე, ბაღის მიმდებარედ, მოეწყობა რეკრეაციული სივრცე.

   ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს მახვილაურის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები და საერთო ჯამში, 2-კილომეტრიანი გზით 800 ოჯახი ისარგებლებს.

სურათები