საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ბათუმი ,,ტურიზმიისა და სასტუმრო აღჭურვილობის'' მე-16 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

11.მაისი.2025

  აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და სულხან თამაზაშვილმა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, "ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის’’ რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერეს.

  „EBIT 2025-ზე“ 70-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიაა წარმოდგენილი. გამოფენა, რომლის მიზანი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნეს კონტაქტების მოძიება და სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებაა, 11 მაისს დასრულდება.

  ტრადიციული საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორი ამჯერადაც კომპანია „Geonet Expo-ა”.

სურათები