საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი - მარინე გვიანიძე ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2026-2029 წლების პრიორიტეტების პრეზენტაციას დაესწრო

08.მაისი.2025

     ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, რესპუბლიკური ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ მასშატბურ ინფრასტრუქუტულ პროექტებზე, მიმდინარე და 2026 წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე ისაუბრა.

    მომხსენებლის განცხადებით, საბიუჯეტო პროგნოზების გათვალისწინებით, რეგიონის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 1 002,1 მილიონი ლარია. 2025 წლის 3 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 106%-ით შესრულდა.

    ჯაბა ფუტკარაძემ ყურადღება გაამახვილა მომდევნო 4 წლის მნიშვნელოვან პროგრამებსა და პროექტებზე.

სურათები