საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

კანონის პროექტი მეორე მოსმენისთვის მზადაა

27.ივნისი.2017

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიურომ 27 ივნისის სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილა.

       აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარუდგინა.

         ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონის პროექტი მეორე მოსმენისთვის მზადაა და უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება.

სურათები