საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტიკცებლად სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა

04.აპრილი.2025

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად, საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

ამის შესახებ განცხადებები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი პროცედურები 5 აპრილიდან დაიწყება.

ბიუროს სხდომის შემდეგ, გაიმართება საკომიტეტო განხილვები, ხოლო ორშაბათს, 7 აპრილს, უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებული მთავრობის შემადგენლობას ერთიანად ეყრება კენჭი.

სურათები