საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ბიუროს სხდომა

30.დეკემბერი.2024

უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ საკითხი განიხილეს.

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ტიტე აროშიძის განცხადებით, საკომიტეტო მოსმენები დასრულებულია და საკითხი მზადაა პლენარული სხდომისთვის, რომელიც 31 დეკემბერს გაიმართება.

ბიურომ ასევე განიხილა და დაამტკიცა უმაღლესი საბჭოს ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი. საკითხი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

სურათები