საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

დავით გაბაიძემ ფუად აზიზოვს უმასპინძლა

26.დეკემბერი.2024

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს, ფუად აზიზოვს უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

დავით გაბაიძემ გენერალურ კონსულს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ღრმა მწუხარება გამოთქვა, ამ დღეებში, ავიაკატასტროფის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და აზერბაიჯანელ ხალხს მიუსამძიმრა.

სტუმარმა დავით გაბაიძეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და  მზაობა გამოთქვა, თავისი წვლილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაში.

ცნობისათვის:  ფუად აზიზოვმა, აღნიშნულ პოზიციაზე, პარვიზ ისმაილზადე შეცვალა.

სურათები