საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

09.დეკემბერი.2024

   აჭარის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება. გადაწყვეტილება საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც მარინე გვიანიძე უძღვებოდა.
   „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი, სხდომაზე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, პროექტის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტი 880 მილიონს აჭარბებს.
   მოხსენების შემდეგ მინისტრმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს.

სურათები