საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

დავით გაბაიძემ აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს უმასპინძლა

01.ნოემბერი.2024

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში - ფარვიზ ისმაილზადეს უმასპინძლა, რომელმაც დიპლომატიური მისია ამოწურა.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე, დავით გაბაიძემ, მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანელ დიპლომატს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე, რეგიონების დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსეპქტივებზე.

სურათები