საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

უმაღლეს საბჭოში ბრანდენბურგის დელეგაციას უმასპინძლეს

31.მაისი.2024

    აჭარის უმაღლეს საბჭოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბრანდენბურგის მიწის ლანდტაგის დელეგაცია ეწვია, ვიცე-პრეზიდენტ - ბარბარა რიხშტეინის ხელმძღვანელობით.

    სამუშაო შეხვედრაზე, ორ წარმომადგენლობით ორგანოს შორის არსებული ორმხრივი და ქვემო სილეზიის სეიმიკთან ერთად, სამმხრივი თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს.

    ყურადღება გამახვილდა, სამი წარმომადგენლობითი ორგანოს ინიციატივით, რეგიონული პარლამენტების პლატფორმის დაფუძნებასა და მასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე.

სურათები