საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

''მუნიციპალური ფორუმი 2024''

30.მაისი.2024

    „აქტიური ახალგაზრდული პოლიტიკა  უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ რეგიონისა და მისი ცალკეული მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის მომავალი, სწორედ ახალგაზრდების ხელშია,“- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებულ „მუნიციპალური ფორუმის” მონაწილეებთან შეხვედრისას.

    პანელური შეხვედრის ფორმატში, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე -დავით ბაციკაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ახალგაზრდების მიერ შემუშავებული პროექტების განხილვაში მონაწილეობდნენ.

    ფორუმის განმავლობაში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგ-სემინარები პროექტის წერასა და ინიცირებაზე. მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, შემუშავდა პროექტები, რომელთა პრეზენტაციაც ღონისძიების დასკვნით ნაწილში შედგა.

    ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა საუკეთესო პროექტი სახელწოდებით - „მომავლის სამყარო“, რომლის მიზანი, არაფორმალური მეთოდებით,  ახალგაზრდებში  ფიზიკისადმი ინტერესის გაზრდაა.

    გამარჯვებული გუნდის იდეა 3000-ლარიანი გრანტით განხორციელდება.

სურათები