საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

დავით გაბაიძემ, ტრაპიზონისა და ართვინის გუბერნატორებს - აზიზ ილდირიმს და ჯენგიზ უნსალთანს უმასპინძლა

10.მაისი.2024

      აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, ტრაპიზონისა და ართვინის გუბერნატორებს - აზიზ ილდირიმს და ჯენგიზ უნსალთანს, თანხლებ დელეგაციასთან ერთად უმასპინძლა.
     შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, რეგიონების დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
     ვიზიტის ფარგლებში, თურქი სტუმრები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-15 საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიალში.

სურათები