საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

02.აპრილი.2024

       აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი განიხილეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა.

       პროექტი კომიტეტის წევრებს უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, ცვლილებების ნაწილი მიზნად ისახავს რეგლამენტის ცალკეული ნორმების დახვეწასა და საქართველოს შესაბამის კანონმდებლობასთან, პარლამენტის რეგლამენტთან ჰარმონიზაციას.

      გარდა აღნიშნულისა, პროექტი ითვალისწინებს ახალი ჯილდოების დაწესებას,  რომლებიც გადაეცემათ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უმაღლესი საბჭოს, როგორც ინსტიტუციის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და თავად საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებს მათი ნამსახურობის, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების პატივისცემის ნიშნად.   

     კომიტეტმა რეგლამენტის პროექტი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.

სურათები