საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აჭარაში სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო

06.თებერვალი.2024

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენს რეგიონში სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო. ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლებში - თხილვანასა და წონიარისში, ზვავისა და მეწყერული პროცესების განვითარების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორია.

    უმაღლესი საბჭო უსამძიმრებს ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს.

სურათები