საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

საშობაო მსვლელობა-ალილო 2024

07.იანვარი.2024

 7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. მაცხოვრის შობისადმი მიძღვნილი ღამისთევის საზეიმო ლიტურგია, ტრადიციულად, ალილოთი გაგრძელდა. საზეიმო მსვლელობას შეუერთდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე და აპარატის თანამშრომლები.

 შობის მახარობლებმა ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან მსვლელობა 12 საათზე დაიწყეს, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქის თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

 მსვლელობისას შეგროვებული საშობაო ნობათი ხელმოკლე ოჯახებს და უპოვარებს გადაეცათ.

სურათები