საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საშობაო ლიტურგიას დაესწრო

07.იანვარი.2024

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და  თორნიკე რიჟვაძე, შობის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომამდე, ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოს დიმიტრის რეზიდენციაში ეწვივნენ და საღვთო დღესასწაული მიულოცეს.

ეპარქიიდან, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც ღამისთევის წირვას დაესწრნენ.

მაცხოვრის შობისადმი მიძღვნილი საზეიმო ლიტურგია ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ აღავლინა.

სურათები