საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

დავით გაბაიძემ მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა

22.დეკემბერი.2023

   „არსებობს პროფესიები, რომლებიც არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაა. მათ შორის არიან მედიკოსები, რომლებსაც ურთულესი პასუხისმგებლობა აკისრიათ.  შეუფასებელია თქვენი შრომა სიცოცხლისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ „მედიცინის დღესთან“ დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე. დავით გაბაიძემ მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და „წლის ექიმის“ სიგელები - ვახტანგ აფხაზავასა და ზეინაბ ფაღავას გადასცა.

 მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - ილია ვერძაძემ:

 „როგორც ექიმს, კარგად მესმის იმ ტვირთის სიმძიმე, რომელიც ჩვენს პროფესიას ახლავს თან. გისურვებთ მეტ მადლიერ და გამოჯანმრთელებულ პაციენტს “, - აღნიშნა ილია ვერძაძემ.

 წლის საუკეთესო მედიკოსთა დაჯილდოებამდე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რეგიონის სამედიცინო სფეროში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ წარმოადგინა. 

 შემაჯამებელ ღონისძიებას, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - ტიტე აროშიძე, საქართველოს პარლამენტის, რეგიონის მთავრობისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სურათები