საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

  აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტმა ,,აგროსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელის ინფორმაცია ცნობად მიიღო

13.დეკემბერი.2023

  აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა  კომიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ ,,აგროსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელს მოუსმინეს - რაულ თავართქილაძე, კანონმდებლების წინაშე, მიზნობრივი პროგრამების მიმდინარეობისა და შესრულების შესახებ ინფორმაციით წარსდგა.

 მომხსენებლის განცხადებით, ცენტრის ბიუჯეტი 6 მილიონ ლარს აჭარბებს და  7 პროგრამაზეა გაწერილი. აგრარული სფეროს განვითარებას ხელს უწყობს რიგი საგრანტო პროგრამებიც, რომელთა ჯამური ბიუჯეტი მილიონ ლარზე მეტია.

 მეციტრუსეობის, მეფუტკრეობის, მეცხოველეობის განვითარების, სარწყავ-სამელიორაციო სისტემების სარეაბილიტაციო, მოვლა-შენახვის, ფერმერთათვის ხვნა-თესვის ხელშემწყობი და სხვა პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე სრული ინფორმაციის წარდგენის პარალელურად, მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.

  „ჩვენთვის, როგორც მცირემიწიანი ქვეყნისთვის, აგრარული სფეროს განვითარება-ხელშეწყობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ამ მიმართულებით წელს არაერთი გამოწვევაა დაძლეული“,- აღნიშნა დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრიდონ ფუტკარაძემ.

  კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

  

 

სურათები