საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ბიუროს წარედგინება

07.დეკემბერი.2023

 აჭარის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი  უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

 კანონის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა. ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით, პროექტის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტი 726 მილიონ ლარს აჭარბებს, აქედან 345 მილიონით განისაზღვრა საერთო რესპუბლიკური გადასახდელების მოცულობა.

 პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს.

სურათები