საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

უმაღლესი საბჭოს წევრები, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ

31.ოქტომბერი.2023
  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ.
  საზეიმო მიღებაზე თურქეთ-საქართველოს მეგობრობის, საქმიანი ურთიერთობების, რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
  ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალური საკონსულოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, რეგიონის მთავრობის, ბათუმის თვითმმართველობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
  თურქეთის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ქალაქ ბათუმში - რიზა ქააღან ილმაზმა ხელისუფლების წარმომადგენლებს და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხა მხარდაჭერისა და საიუბილეო თარიღის მილოცვისათვის.
სურათები