საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა

26.ოქტომბერი.2023

  აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ, 2023 წელს გაწეული საქმიანობისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

 სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა, შესაბამისი მოხსენებებით აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი - ჯემალ ნაკაშიძე და სატყეო სააგენტოს უფროსი - ჯუმბერ აბულაძე წარსდგნენ.

 მომხსენებლებმა მათი უწყებების მიერ განხორციელებულ, მიმდინარე პროგრამებზე, ქვეპროგრამებზე, გამოწვევებსა და სიახლეებზე ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინეს.

 სხდომაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაცია ცნობად მიიღეს.

      

სურათები