საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

 ანგარიშს პლენარულ სხდომაზე მოისმენენ

13.ივნისი.2017

          სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2016 წლის ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის პროცედურის შესახებ იმსჯელეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის 13 ივნისის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.

         კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს საკითხი განსახილველად ჩაისვას პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

სურათები