საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

აჭარა ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა - ბათუმში, World Travel Awards-ის გალაცერემონიაზე, „ტურიზმის ოსკარის“ ნომინანტები დაჯილდოვდნენ

30.სექტემბერი.2023

ბათუმში, World Travel Awards-ის ევროპის გალაცერემონიაზე, „ტურიზმის ოსკარის“ 2023 წლის ნომინანტები დაჯილდოვდნენ.

პრესტიჟული ჯილდო გადაეცა აჭარას, როგორც ევროპის ყველა სეზონის ტურისტულ მიმართულებას. ტურიზმის ოსკარით ასევე, დაჯილდოვდნენ: ბათუმის ბოტანიკური ბაღი - ევროპის წამყვანი ბოტანიკური ბაღის ნომინაციაში და ქალაქი ბათუმი, რომელმაც კვლავ შეინარჩუნა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული.

    საზეიმო ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

    „ტურიზმის ოსკარის“ სახელით ცნობილი World Travel Awards-ის დაჯილდოებას საქართველომ პირველად უმასპინძლა და ღონისძიება მისი დაარსების საიუბილეო, 30-ე წელს დაემთხვა. გალაცერემონია გრანდიოზული შოუპროგრამით გაიხსნა, რომელზეც ქართული კულტურა, ხელოვნება, ტრადიციები, ისტორია და სტუმარმასპინძლობა იყო წარმოდგენილი.

   დაჯილდოების გალაცერემონიამდე ერთი დღით ადრე ბათუმმა ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა.  

სურათები