საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

სოხუმის დაცემიდან 30 წლისთავზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულები გაიხსენეს

27.სექტემბერი.2023

  სოხუმის დაცემიდან 30 წლისთავზე, ბათუმში,  საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულები გაიხსენეს.

  აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილე ვეტერანებმა,  გმირთა ხეივანში ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას მემორიალი. ის, სოხუმის დაცემის დღეს, ქალაქის მერთან - გურამ გაბესკირიასთან და 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.  

 

სურათები