საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ახალმოსახლეობა ბათუმში  ასმა ოჯახმა იზეიმა

14.სექტემბერი.2023

   „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ბინებით კიდევ 100 ოჯახი დაკმაყოფილდა. საცხოვრებელი ფართების მფლობელებს ახალმოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ, ბათუმის მერმა - არჩილ ჩიქოვანმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიულოცეს.

   „სასიხარულოა, რომ ჩვენს ქალაქში კიდევ 100 ოჯახს გაუუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები და გადაეცა კეთილმოწყობილი ბინები. თანამედროვე ტიპის 5-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები, „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში, ეტაპობრივად შენდება. საწყის ეტაპზე 80-მა ოჯახმა უკვე იზეიმა ახალმოსახლეობა. პროგრამა გრძელდება და უახლოეს მომავალში, საკუთარი ჭერი კიდევ არაერთ ოჯახს ექნება“, -  აღნიშნა ტიტე აროშიძემ.

   ქალაქ ბათუმის  „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამის ფარგლებში,  ახალი საცხოვრებელი ბინებით, ამ დროისთვის, 180 ოჯახია დაკმაყოფილებული. გარდა ამისა, უახლოეს 2 წელიწადში დაგეგმილია ავარიულ სახლებში მცხოვრები 3 ათასამდე ოჯახის უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

 

 

 

 

 

სურათები