საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ბიუროს სხდომა

04.სექტემბერი.2023

   ხვალ, 5 სექტემბერს, აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომით საშემოდგომო სესია გაიხსნება.  დღის წესრიგი  ბიუროს სხდომაზე განისაზღვრა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.

  ,აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტსა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ -  ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა. ორივე პროექტი 5 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე განიხილება.
  ამავე სხდომაზე ბიურომ მხარი დაუჭირა აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატან ცვლილებას, რომელიც დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

 

სურათები