საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

დავით გაბაიძემ მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამი მიულოცა

28.ივნისი.2023

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ მუსლიმ მრევლს უდიდესი საღვთო დღესასწაული ყურბან-ბაირამი მიულოცა.

 საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, ბათუმის ორთა ჯამეში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთნ და  ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და სადღესასწაულო ლოცვას დაესწრო.

  ყურბან-ბაირამი მუსლიმანური სამყაროს უდიდესი დღესასწაულია. იგი მოძრავია და მარხვის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ღმერთს პირუტყვს სწირავენ და ხორცს ქველმოქმედების მიზნით არიგებენ.

სურათები