საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სხდომა

23.ივნისი.2023

  აჭარის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომის მონაწილეებს  აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ფრიდონ ფუტკარაძე მიესალმა და  ორი საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

  სხდომაზე დაცული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტები განიხილეს, მოისმინეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის - ზაზა შავაძის მოხსენება   რეგიონის გარემოს დაცვის სამმართველოსა და სატყეო სამსახურის საქმიანობის შესახებ.

  სხდომის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ - მაია ბითაძემ, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნაში შეტანილი წვლილისათვის, რეგიონის რამდენიმე წარმომადგენელს, საქართველოს პარლამენტის „მადლობის სიგელი“ გადასცა.

 კომიტეტის სხდომას აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის წევრები და  პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

 

სურათები