საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ხულოსა და შუახევში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცეს

08.ივნისი.2023

 „წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება, მათი შრომის დაფასება, მოტივაციაა სხვებისთვისაც. ვულოცავ ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს და სამომავლოდ, წარმატებებს, დასახული მიზნების განხორციელებას ვუსურვებ,“ - აღნიშნა მაღალმთიანი აჭარისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში  - ფრიდონ ფუტკარაძემ ხულოსა და შუახევში მოსწავლეების დაჯილდოებისას.

 უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, ორივე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმატებულ მოსწავლეებს, კომპიუტერები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - “ჩემი პირველი კომპიუტერი”- ფარგლებში გადაეცათ.

 უახლოეს დღეებში, სამაჟორიტარო ოლქში შემავალი სხვა მუნიციპალიტეტების წარჩინებული მოსწავლეებიც დაჯილდოვდებიან.

სურათები