საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ბათუმში ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა

06.ივნისი.2023

      „სასიხარულოა, რომ აჭარაში ტრადიციად მკვიდრდება ჭადრაკის ჩემპიონატების ჩატარება. არაერთმა ცნობილმა სპორტსმენმა სწორედ  ბათუმში მოპოვებული გამარჯვებით გაიკაფა გზა წარმატებისკენ“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ტიტე აროშიძემ ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე.

      მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც ბათუმში 12 ივნისამდე გაგრძელდება, 40 ქვეყნის 500-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. 8-დან 18 წლამდე ასაკის სპორტსმენები ერთმანეთს სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში შეეჯიბრებიან.

      ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიებას აჭარის ხელისუფლების, ჭადრაკის ფედერაციების, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. 

 

სურათები