საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმიდა სამების ეკლესიაში

16.აპრილი.2023

   აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმიდა  სამების  ეკლესიაში დაესწრნენ.

 სააღდგომო მსახურება, სამღვდელოებასთან ერთად, ბათუმისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსმა - მეუფე დიმიტრიმ აღავლინა.

  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ღამისთევის წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.

სურათები