საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია, დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით, ბრანდენბურგში, სამმხრივ რეგიონულ კონფერენციას დაესწრო

20.მარტი.2023

  აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია - დავით გაბაიძის, ტიტე აროშიძის, ფრიდონ ფუტკარაძის, მარინე გვიანიძისა და ლაშა სირაბიძის შემადგენლობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბრანდენბურგის ლანდტაგისა და პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმიკის წარმომადგენლებთან ერთად,  სამმხრივ კონფერენციაში მონაწილეობდა.  

 კონფერენციაზე, მხარეებმა პარტნიორ რეგიონებთან თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს, სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და ხელი მოაწერეს სამმხრივი თანამშრომლობის განაცხადს.

 კონფერენციის დაწყებამდე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს - დავით გაბაიძესა და დელეგაციის წევრებს ბრანდენბურგის მიწის პარლამენტის პრეზიდენტმა ულრიკე ლიდკემ უმასპინძლა.

 

 

სურათები