საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

  დავით გაბაიძე თბილისში 26 მაისის ღონისძიებებს დაესწრო

26.მაისი.2017

         აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე 26 მაისს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა სამხედრო ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალსა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა.

          უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი თარიღი სრულიად საქართველოს, მის ფარგლებს გარეთ მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მიულოცა და ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა.

 

სურათები