საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

მერაბ კარანაძე “სტუდენტური დღეები - 2017-ს” დაესწრო

26.მაისი.2017

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე 25 მაისს,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამართულ ,,სტუდენტური დღეები -2017 ‘’- ის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. ფინალურ შეხვედრაში სტუდენტები მაყურებლის წინაშე სამი ნომინაციით წარსდგნენ - მუსიკალური ნომერი, ორიგინალური ნომერი და მის სტუდენტი.

     სხვადასხვა ნომინაციაში აჭარაში არსებული აკრედიტირებული სასწავლებლების სტუდენტების მიღწევებს სპეციალური ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაში  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, ასევე მუსიკოსები და ხელოვანები გახლდათ.

      ჟიურის გადაწყვეტილებით, „სტუდენტური დღეები - 2017-ის“ გამარჯვებული შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა.

სურათები