საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები სალონურ ლიტერატურულ საღამოს დაეწრნენ

23.თებერვალი.2023

  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სალონურ ლიტერატურულ საღამოს - „რანდე-ვუ წიგნების მაღაზიაში“, დაესწრნენ.

 ღონისძიების მონაწილეებს, ბათუმის წიგნების ყოფილი მაღაზიის შენობაში, სწორედ ის ატმოსფერო დახვდათ, რომელიც იქ წლების წინ სუფევდა.

  საღამოს ფარგლებში ორგანიზებული სალონური საუბრების, წიგნის - "ორიენტირების ძებნაში" (ავტორი თემურ ჭკუასელი) პრეზენტაციისა და პოეზიის თეატრალური კომპოზიციის მიზანი ურბანული ძეგლის პოპულარიზაცია იყო.

 

სურათები