საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

აჭარაში წარჩინებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ

16.დეკემბერი.2022

 აჭარაში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 39 წარმატებული სტუდენტი დაჯილდოვდა. სტუდენტებს სიგელები და ფულადი ჯილდო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძემ, და  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძესთან  ერთად   გადასცეს.

 2021-2022 წლებში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2400 სტუდენტი დაფინანსდა, ხოლო სულ აღნიშნული პროგრამით 2012-2022 წლებში  10 000- მდე სტუდენტმა ისარგებლა.

 

 

სურათები