საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

ილია ვერძაძე სპორტული ფედერაციებისა და სპორტული კლუბების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო

09.დეკემბერი.2022

  აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე სპორტული ფედერაციებისა და სპორტული კლუბების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო.

  როგორც აღინიშნა, ქალაქ ბათუმის ბიუჯეტში სპორტის მიმართულებით დაახლოებით 9 მილიონი ლარია განსაზღვრული. ამასთან, სპორტული და სპორტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, მომავალ წელს, 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

  შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრები - ჯაბა ფუტკარაძე, მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა სპორტული ინფრასტრუქტურისა და მასობრივი სპორტის განვითარების საკითხებზე.

 

სურათები