საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

უმაღლეს საბჭოში „სანკო ჰოლდინგის“ წარმომადგენლებს უმასპინძლეს

01.დეკემბერი.2022

აჭარის უმაღლეს საბჭოში „სანკო ჰოლდინგის“ წარმომადგენლებს უმასპინძლეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტზე, რომელიც შავი ზღვის პროდუქტების კეთილგონივრულ გამოყენებას ითვალისწინებს.

უმსხვილესი თურქული საინვესტიციო კომპანია, რომელმაც მუშაობა საოჯახო ბიზნესიდან დაიწყო, დღეს 11 სხვადასხვა სექტორის მიმართულებით მუშაობს.

კომპანია აწარმოებს ტექსტილს, სამშენებლო მასალებსა და განახლებად ენერგიას, ფლობს თევზჭერისა და გადამუშავების მსხვილ საწარმოებს, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე ფილიალებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში.

 

სურათები